20 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
კიბო რატომ არ დამემართა, 41 რომ შემოვხაზე - გურულების ხმა რუსთავი2-ზე

გურიაში ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოები არიან. გურიაში რუსთავი2-ის კამერასთან საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ დაკარგეს იმედი. ამბობენ, რომ მწარედ მოატყუეს. 

"კიბო რატომ არ დამემართა, 41 რომ შემოვხაზე," - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

გურიაში კარგად ახსოვთ მთავრობის თითქმის ყველა დანაპირები და ამბობენ, რომ მათგან არცერთი არ შესრულებულა. 

გურიაში უფულობას, ლარის გაუფასურებას, წამლებზე ფასების ზრდას და უმუშევრობას უჩივიან. 

"არ გაამართლა ოცნებამ. დასაქმების იმედი მქონდა, მაგრამ გვიმტყუნეს. ჩვენთან ტოტალიზატორის გარდა არაფერია," - ამბობენ გურულები. 

გურულების ნაწილი ამბობს, რომ მოქმედ მთავრობას ხმას აღარ მისცემს.

"მიშას დროს ვმუშაობდი, ახლა - არა. უმუშევრები უფრო მეტნი ვართ, ვიდრე დასაქმებულები," - ამბობენ გურულები. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები