20 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ყველაზე კარგი რა? ამათ არაფერი გაუკეთებიათ - იმერეთის ხმა რუსთავი2-ზე

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილით კმაყოფილები არიან, ყოფილი პრემიერის თანასოფლელები მას გაწეულ ამაგს არ უვიწყებენ.

ივანიშვილით კმაყოფილები არიან საჩხერეშიც. თუმცა, საჩხერლები ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება და დაფინანსება შეამცირა.

იმერეთის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იმედგაცრუებულები არიან.

„ვფიქრობ, შეცდა ხალხი არჩევანში 2012 წელს,“ - ამბობს იმერეთის მაცხოვრებელი, რომელიც წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას ვერ ხედავს.

ქუთაისში მოსახელობა ხელისუფლებას ძირითადად უმუშევრობასა და ლარის გაუფასურების გამო საყვედურობს. ასევე ღიად ამბობენ, რომ მთავრობა ქვეყნის მართვას თავს ვერ ართმევს.

 

ავტორი: მაიკო ლომიძე

დღის ამბები