02 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
ავარია მოდულთან - დამტვრეულია 4 ავტომანქანა

4 ავტომანქანა დაიმტვრა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ვაჟა-ფშაველას გამზირზე. შემთხვევა ე.წ. მოდულის შენობასთან მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა მეორე ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მოსრიალდა და მოდულის შენობასთან გაჩერებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომანქანებს დაეჯახა.  ავარიის შედეგად მანქანაში მჯომი სამი პირიდან ორმა მცირე დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდებს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

 შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ სამართალდამცველები. ძალოვანი უწყების ინფორმაციით,

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოტრანსპორტის ექსპლუარტაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები