20 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
ოცნებამ თავიანთი ოცნება აისრულა - დევნილები მთავრობის მხრიდან უკმაყოფილებაზე საუბრობენ

წეროვანის, გორისა და წყნეთის დევნილების დასახლებაში მაცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ბიძინა ივანიშვილს გაცემული დაპირების შესრულებას სთხოვენ.

დევნილები ბიძინა ივანიშვილს "მატყუარას" უწოდებენ და ამბობენ, რომ მომავალ არჩევნებზე ქართულ ოცნებას ხმას არ მისცემენ.

„ოცნებამ თავიანთი ოცნება აისრულა, თორემ ჩვენთვის არაფერია,“ - ამბობს წყნეთში მაცხოვრებელი დევნილი.

მათი საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისია. თუმცა, ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, რომ მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდებოდა, არაფერი შეცვლილა.

დევნილები დადებითად მხოლოდ საყოველთაო დაზღვევის პროგრამას აფასებენ. თუმცა, ამბობენ, რომ წამლების სიძვირის გამო მკურნალობის გავლა მაინც უჭირთ.

 

ავტორი: მარინა ბერიძე 

დღის ამბები