20 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე თავდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში იმსჯელებენ

2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე დღეს თავდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში იმსჯელებენ. მთავარ საფინანსო დოკუმენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარადგენს.

უკვე ცნობილია, რომ პენსია 2016 წელს არ გაიზრდება, საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის კი დამატებით 57 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მომავლი წლის ბიუჯეტი წარდგენილი პროექტის მიხედვით 9 მილიარდზე მეტია. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილებზე.

„მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მთავრობამ შემოიტანა არის ციფრებში გამოსახული ის უბედურება, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება,“ - განაცხადა  ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ უმრავლესობაშიც.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები