20 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
დღეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში დღეს პარალმენტში ინიცირებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი 16-დან 28-მდე იზრდება. უქმდება უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეთა მოადგილეების ინსტიტუტი.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სასამართლოებში საქმეების ავტომატურ გადანაწილებას.

საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები. გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღებაც.

 

 

დღის ამბები