დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე კომუნალურ ვაუჩერებზე ისაუბრა. დავით ნარმანიას განცხადებით, მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას.
„ მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს ერთეულს, მათ გარდა იმისა, რომ 2015 წლის იანვრიდან კომუნალური ვაუჩერის ღირებულება გაუორმაგდათ, ისინი ოქტომბრიდან მიიღებენ ასევე კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას, ხოლო რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ იმ სუბსიდიას, შესაბამისად თვეში 20 ლარის ოდენობით, რასაც ისინი თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე იღებდნენ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.