20 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
საქართველოში ბელგიის შს სამინისტროს თანამშომლები იმყოფებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამდღიანი ვიზიტით, ბელგიის ფედერაციული პოლიციის ოპერატიული ანალიზის სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ.

დელეგაციის წევრებმა სამინისტროს თანამშრომლებს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ბელგიური მოდელი გააცნეს.

ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერება და რისკების ადრეული შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვა წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შს სამინისტროსადმი ევროკომისიის რეკომენდაციას.

ვიზიტი ევროკავშირის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

დღის ამბები