მერიის მუშაობა გააპროტესტეს და ქალაქის ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრეს დღეს თავისუფალმა დემოკრატებმა.
ოპოზიციამ აქცია სახელწოდებით ,,უპატრონო თბილისი’’ მარშალ-გელოვანის გამზირზე გამართეს, სადაც მათივე განმარტებით, საგზაო სამუშაოები უკვე 4 თვეა გრძელდება.
აქციის მონაწილეებმა მერია დაუსრულებელ პროექტებსა და ქალაქის პარალიზებაში დაადანაშაულეს.
„ჩვენ ვთავაზობთ თბილისის მოსახლეობას, სურამის ციხესავით ჩავაყოლოთ ამ ნანგრევებში ბატონი მერი თავისი კაბინეტიანად და მივაყოლოთ საკრებულოც, სრული შემადგენლობა,“ - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ზურაბ აბაშიძის თქმით, გაუსაძლისია თბილისში ცხოვრება, სადაც არის უსაშველო საცობები.
„ქალაქი არის პრაქტიკულად პარალიზებული,“ - ზურაბ აბაშიძე.