ახდენს თუ არა კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი ზეწოლას სამართალდამცველებზე.
კრიმინალური ავტორიტეტის გააქტიურებაზე განცხადება დღეს ნაციონალურ მოძრაობაში გაკეთდა.
გივი თარგამაძის განცხადებით, აჭარის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და გამომძიებელს კანონიერი ქურდის ახლობლებთან ავარია შეემთხვათ. ოპოზიციის ინფორმაციით, მას შემდეგ ლავასოღლი გამომძიებლებს სატელეფონო ზარების მეშვეობით უკავშირდება და ემუქრება.
გივი თარგამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს მიიღონ ზომები კანონიერი ქურდისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ.
“ერთხელ და საბოლოოდ შეჩერდეს ეს პროცესი, რომელიც უკვე ნელ-ნელა ვრცელდება მთელ დასავლეთ საქართველოზე და მიიღონ ზომები კონკრეტულად იმ ბირთვის წინააღდეგ, რომელიც რეალურად წარმოადგენს მას, რომელიც თესავს შიშს აჭარაში. უნდა ერთი დიდი ოპერაცია და დამთავრდება ერთხელ და საბოლოოდ,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.