20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" მხარდამჭერების დაპატიმრების ფაქტს დავით ლორთქიფანიძე ეხმაურება

რუსთავი 2-ის მხარდამჭერების დაპატიმრების ფაქტს დავით ლორთქიფანიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, 2 ოქტომბერს მომხდარი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის პროვოცირებული იყო.

ლორთქიფანიძის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, თუმცა დეპუტატზე თავდასხმა არ უნდა ხდებოდეს.

დეპუტატის ინფორმაციით, პარლამენტთან გამართული აქციის 3 მონაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის განსაზღვრა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა.

„სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ როდესაც პარლამენტის წევრებს საშუალებას არ აძლევენ, შეურაცხყოფების ფონზე პარლამენტში სამუშაო ადგილზე შევიდეს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. მათ შეუძლიათ მეორე ინსტანციის სასმართლოში გაასაჩივრონ. მე მინდა იმედი დავიტოვო, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის მიერ ღრმა შეცდომაში შეყვანილი, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან იმ დოზით, რომ პროკურატურას და სასამართლოს მიეცემა საშუალება, მათ მიმართ უფრო რბილი ფორმა იყოს გამოყენებული,"-განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ. 

დღის ამბები