"ყვითელი ბარათი საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკვე მიიღო"-ასე ეხმაურებიან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში რუსთავი 2-ის საქმის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ქართველი ექსპერტები. მათ მიაჩნიათ, რომ მთავრობამ პარტნიორის შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანას პრობლემები შეექმნება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას დღეს მმართელ გუნდში უპასუხეს. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ განცხადება მისაღებია და აღნიშნავს, რომ სასამართლო პრცესებში დღეს ქვეყანაში ჩარევა არ ხორციელდება.
ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში კი ამბობენ, რომ რუსთავი2-ის საქმე სასამართლოში ორ სუბიექტს შორის მიმდიანრეობს და მასში მთავრობა არ ერვა და არც ჩაერევა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით ქმედებები, რომელიც მედიის თავისუფლების შეზღუდვის შთაბეჭდილებას ტოვებს და აზიანებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ამერიკის სახელმწიფო დეპრტამენტი რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესის მონიტორინგს გააგრძელებს.
ავტორი: სოფო ზურაბიანი