11 ოქტომბერს ათობით ადამიანი ყაზბეგის გამზირზე, წითელ ბაღში პირად ნივთებს, აქსესუარებს, სამოსს, წიგნებსა თუ ტკბილეულს გასაყიდად გამოიტანს. საქველმოქმედო ბაზრობა „ვარდისფერი ყულაბა“ ერთი მიზნით ეწყობა-ჯანმრთელი ბავშვობა ყველა პატარას უფლებაა.
ამჯერად საქველმოქმედო ბაზრობის ორგანიზატორები 8 თვის გოგონას ეხმარებიან, რომელიც მწვავე ბრონქოლიტით დაიბადა და დღემდე სუნთქვის უკმარისობას ებრძვის. პატარას მკურნალობა მართალია საქართველოშია შესაძლებელი, თუმცა ოჯახს ამის საშუალება არ აქვს.
ქველმოქმედების მიზნით ადამიანების გაერთიანება თვეების წინ ანუკა ელიზბარაშვილმა გადაწყვიტა. "ვარდისფერ ყულაბას" ეყოლება იმდენი ორგანიზატორი, რამდენი სტუმარიც ბაზრობაზე მივა, დამოუკიდებლად იმისა შეიძენს თუ გაყიდის ის ნივთებს.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.