20 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
ათენში წინასწარი დაკავების იზოლატორში 32 ქართველი ემიგრანტი იმყოფება

საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები ათენში დაკავებულ ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ.

კონსულის ინფორმაციით, ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 32 მოქალაქე რჩება, რომლებმაც შიმშილობა უკვე შეწყვიტეს. მათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ აქვთ.

ქართველები ბერძენმა სამართალდამცველებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 100-მდე არალეგალთან ერთად დააკავეს.

დაკავებულების მიმართ წაყენებული მუხლი დეპორტაციას ან რამდენიმე წლით თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები