ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად წყალმა ელექტროქვესადგურშიც შეაღწია, რასაც ენერგიის ავარიული გათიშვა მოhყვა. ამ წუთისთვის გათიშულია 14 ათასი აბონენტი.
ქობულეთში დატბორილია რამდენიმე უბანი, ყველაზე მეტად გელაურის დასახლება. წყალი შესულია სახლების პირველ სართულებზე. მცხოვრებლებს დაუზიანდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
წყალმა ქუჩებიც დაფარა და მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელია. ერთი საათით გადაკეტილი იყო ქობულეთი ბათუმის ცენტრალური ავტომაგისტრალიც.
ქალაქში შექმნილია საგანგებო შტაბი. ქობულეთში მთელი ღამეა სამაშველო სამსახურები მუშაობენ. რეგიონში დამატებით გადმოყვანილია ბათუმის და გურიის სამაშველო სამსახურების ბრიგადები.
ამ წუთებში ქობულეთში აღარ წვიმს და მეხანძრეები ამოტუმბვით სამუშაოებს იწყებენ.