გადაუღებელმა წვიმამ აჭარაში ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში ათამდე ოჯახს საფრთხე შეუქმნა. ადიდებულმა მდინარე ბზანამ ხიდი წაიღო და დასახლებისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. სოფელში მეწყერსაშიში ვითარებაა.
რამდენიმე სახლში ღვარცოფი შევარდა. დატბორილია პირველი სართულები, განადგურებულია ნათესები და ზამთრისთვის შექმნილი მარაგები.
ადგილობრივები ღვარცოფს სოფელის სიახლოვეს მდებარე კარიერში მიმდინარე სამუშაოებს უკავშირებს.
სტიქიის ადგილზე კარიერის ხელმძღვანელი ნელი იმყოფებოდა, ის დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა.