ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, აჭარაში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. დატბორილია რამდენიმე უბანი, განსაკუთრებით გელაურის, სადგურის, ჯავახიშვილის უბნები.
გამგებლის თქმით, მსხვერპლი არ არის. ქობულეთში კი - სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.
გამგებლის განცხადებით, შექმნილია სპეციალური შტაბი და მუშაობს ცხელი ხაზი.