კომუნალური ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში ბრიფინგი გამართა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმაჯდომარე ჯაბა სამუშაიამ.
ის მოუწოდებს კოლეგა დეპუტატებს და ასევე მოსახელობის იმ ნაწილს, რომელსაც შემოსავალი გააჩნია, უარი თქვან 20 ლარიან კომუნალურ ვაუჩერებზე და ეს დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცენ.
სამუშიამ ამ ინიციატივის აღსრულებისთვის თბილისის მთავრობასაც მიმართა და სთხოვა, ამის ტექნიკური შესაძლებლობა მოხდეს.
სამუშიას ინიციატივას გაუმართლებელს და არასწორს უწოდებენ ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ ვაუჩერების დასარიგებლად თბილისის ბიუჯეტში 10 მილიონი ლარი არის დამატებით საჭირო, რომელიც ამ დრომდე არ არის მობილიზებული.
ავტორი: ანა წერეთელი