20 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
სტიქია აჭარაში - ბათუმიდან თბილისში მატარებელმა ჩამოსვლა ვერ შეძლო

აჭარაში სტიქიის გამო ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებელმა მოძრაობა ვერ შეძლო. 

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზაში ადასტურებენ. როგორც რუსთავი2-ს საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთეირთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა ბათუმიდან გამოსული მატარებელი ქობულეთდან გაჩერდა და კვლავ ბათუმის რკინიგზის სადგურში დაბრუნდა. 

მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დაცვა გახდა. 

"მატარებელი გამოვიდა ბათუმიდან თბილისის მიმართულებით თუმცა ქობულეთთან გაჩერდა, უსაფრთხოების ზომების დაცვიდან გამომდინარე. შევეცადეთ მგაზრები გადაგვენაწილებინა ავტობუსებში თუმცა გაირკვა, რომ ავტობანზეც არის შეზღუდვები. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება მატარებელი კვლავ ბათუმის რკინიგზის სადგურში დაგვებრუნებინა,"- განაცხადა დაჩი ცაგურიამ

საქართველოს კრინიგზაში ამბობენ, რომ მგავრებს საშუალება ექნებათ ბილეთში გადახდილი თანხა უკან სრულყოფილად დაიბრუნონ.

ჩაქვი ქობულეთის სარკინიგზო მონაკვეთის რელსებზე წყალმა დასაშვებ ნორმას გადააჭარბა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები