აჭარის მსგავსად სტიქიაა გურიაშიც. როგორც კურიერის ჟურნალისტი რეგიონიდან იუწყება ძლიერმა ქარმა და წვიმამ დააზიანა რეგიონში მნიშვნელოვანი პრობლემები შემქნა.
დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზების გამო დაბა ნატანებში მცხოვრებ მოქალაქეებს ელექტრო ენერგია 12 საათზე მეტია არ მიეწოდებათ. სპეციალისტები დაზიანებულ უბენებზე უკვე იმყოფებიან და ვარაუდობენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლოსთვის მოხდება.
კურიერის ინფორმაციით მეწყერი ჩამოწვა ნატანები-შრომის საავტომობილო გზაზაზეც, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შეზღუდვით ხდება.
მცირე პრობლემებია, ლანჩუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში და მათთან ახლოს მდებარე სოფლებშიც.