“ხელისუფლების მხრიდან მედიაში ჩარევის მცდელობები არის," - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორმა, ეკა გიგაურმა, განაცხადა.
ეკა გიგაურმა მედია გარემოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
“ხელისუფლების მხრიდან მედიაში ჩარევის მცდელობები არის. ასევე პრობლემა არის განსაკუთრებით რეგიონებში, ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზე ეფექტური გამოძიება არ მიმდინარეობს," - განაცხადა გიგაურმა.
ეკა გიგაურმა სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ პრობლემაზეც ისაუბრა.
"გარკვეული გამოწვევები არის სასამართლო სისტემაში იმიტომ, რომ რეალურად კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რომ სასამართლო და ინდივიდუალური მოსამართლეები გადაწყვეტილებებში უფრო მეტად დამოუკიდებელნი იყვნენ. პრობლემა და გამოწვევა სამართალდამცავ ორგანოებშიც გვაქვს და არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცულები არიან,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი