16 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე: იყო გადაწყვეტილება მისაღები, ვის უნდა გაემარჯვა, ქართულ-ამერიკულ კომპანიას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით, თუ - ჩინურ სახელმწიფო კომპანიას

ანაკლიის პორტის პროექტის პოლიტიზების მცდელობაზე საუბრობს ვიცე-პრემიერი - ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ გამარჯვებული კონსორციუმი არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კომპანია და ის შედის მსოფლიოს 500-ს წამყვან, მსხვილ კომპანიას შორის.

"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე კი, ჩინური კომპანიის შემოყვანით, ხელისუფლებას სახელმწიფო ინტერესების დაზარალების მცდელობაში ისევ ადანაშაულებს.

"იყო გადაწყვეტილება მისაღები, ვის უნდა გაემარჯვა, ქართულ-ამერიკულ კომპანიას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით, თუ - ჩინურ სახელმწიფო კომპანიას. ჩემი და ამერიკელების ინიციატივით, გაგზავნილი იქნა ოფიციალური მოწვევა ჩინურ სახელმწიფო კომპანიაზე, რომ ამ კონსორციუმში მიეღო მონაწილეობა 1/3-ის პრინციპით. ანუ 1/3 ქართული კომპანიები, 1/3 ამერიკელები და 1/3 ჩინური კომპანიები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამ სიტუაციაში იქნებოდა დივერსიფიცირებული რისკები და არ ჩავარდებოდა რომელიმე კონკრეტული მოქმედი აქტორის ხელში, განსაკუთრებით ჩინეთის ხელში ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი,“ - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ ჩინური მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობისადმი ინტერესი არ წარმოადგენს საფრთხეს იმ შემთხვევაში, თუ თანამონაწილეობის ფორმა იმოქმედებს.

"ანაკლიის კონსორციუმი აკეთებდა განცხადებას, რომ ჩინელებიც არიან დაინტერესებული ანაკლიის პორტის მშენებლობით, რაც არანაირად არ წარმოადგენს პრობლემას არც წარსულში, არც მომავალში, თუ ეს არის თანამონაწილეობის ფორმა. თანამონაწილეობა, რომელიც არ გულისხმობს მთავარ სააქციო გავლენას პროექტზე, ის ვერ იქნება საფრთხის შემცველი.

ჯერჯერობით, სახელმწიფოს მხრიდან საერთოდ არ არის გაჟღერებული, თუ ვის აქვს საკონტროლო პაკეტი და რამდენი პროცენტი,“ - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები