ჯაჭვაძეების 7 სულიანი ოჯახი შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს - რუსთავის მცხოვრებლების გამოსახლების მიზნით დღეს ადგილზე შესაბამისი უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ჯაჭვაძეებს ბინა ერთ-ერთ ბანკში ჰქონდათ დაგირავებული, საიდანაც მათი ბინა ერთ-ერთმა მეზობელმა გამოისყიდა და ახლა სახლის გადაცემას მოითხოვს. ჯაჭვაძეების ინფორმაციით, სახლის ახალი მფლობელი პრემიერის დაცვის წევრია. ისინი ლევან ალფაიძეს საბუთების გაყალბებაშიც ადანაშაულებენ.
ბრალდებებს უარყოფს თავად ლევან ალფაიძე, რომელიც აცხადებს, რომ სახლი არა 900 ლარად არამედ 46 ათას დოლარად იყიდა. ის ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის სამსახურში მუშაობასაც უარყოფს.
ამ დროისთვის გამოსახლება შეჩერებულია და მხარეები მოსალაპარაკებლად პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.