დემოკრატიული მოძრაობა საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების დაკავების ფაქტს ეხმაურება.
გიგლა ბარამიძემ მთავრობას ემიგრანტებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.
პარტიის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, მათ საკუთარი წყაროებიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ საბერძნეთის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან იგეგმება ქართველი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაცია.
„ის რაც ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს ემიგრანტებთან დაკავშირებით, არის სამარცხვინო ქართული ოცნებისათვის,“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
დემოკრატიულმა მოძრაობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს და უცხოეთში ქართულ საელჩოებს მიმართა, რომ სასწრაფოდ გაატარონ საჭირო ზომები.