20 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ოჯახი საცხოვრებელ ბინას ეძებს

7 წლის გიორგი ბუწურაძე და მისი ოჯახი უკვე მესამე საცხოვრებელს ეძებენ.

ლია ბარბაქაძის თქმით, საცხოვრებელი ფართის ქირა ამ თვის ბოლომდე გადახდილი აქვთ, თუმცა მიუხედავად ამისა მეპატრონეები ბინის დაცლას მოითხოვენ. გიორგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია, რაც როგორც ბავშვის დედა აცხადებს, ბინის მეპატრონეებისთვის პრობლემა აღმოჩნდა.

მისამართის შეცვლის გამო სამშვილიან ოჯახს სოციალური შემწეობა რამდენიმე თვის წინ მოეხსნა და ამ ეტაპზე მათი შემოსავლის წყარო მხოლოდ 7 წლის გიორგის პენსიაა.

ლია ბარბაქაძის ბრალდებებს ბინის მეპატრონემაც უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მშობლებს არაფერი უთქვამთ.

დღის ამბები