20 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები მერიაში - თანამდებობა შესაძლოა კიდევ სამმა მაღალჩინოსანმა დატოვოს

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ნარმანიას გადადგომა მოითხოვა, მმართველი გუნდი შესასრულებელი სამუშაოების სირთულეზე ალაპარაკდა.

სირთულეების მიუხედავად, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ თბილისის მერის გადადგომის აუცილებლობა არ არის, რადგან ყველა პროექტი დედაქალაქში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

თანაგუნდელების მუშაობით კმაყოფილები არც უმრავლესობის სხვა დეპუტატები არიან. ოპოზიცია კი თბილისის მერს გადადგომას ურჩევს.

ოპოზიციის ინფორმაციით, პოსტები შესაძლოა კიდევ მერის მოადგილეს გიორგი სოლომონიასა და ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელს ბიძინა გიორგობიანს დაატოვებინონ.

მერის მოადგილე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, საქალაქო სამსახურის უფროსს კი ამ თემაზე საუბარი პრეს-სამსახურის მითითების გარეშე არ სურს.

კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით პოსტიდან წასვლა მოუწევს, სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი არეშიძეა. 

გიორგი არეშიძე ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება, გავრცელებული ინფორმაციით კი არ არის გამორიცხული სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად აღარც დაბრუნდეს.

ავტორები: ეკო მაღრაძე, მამუკა ჯანაშია, თამარ შალოშვილი. 

 

დღის ამბები