16 ნოემბერი 2024,   14:04
ვრცლად
სანქციების თემა არის შანტაჟის ენა, რომელიც ახლა არ დაწყებულა, მიუღებელია და ვერ ჩავთვლით მეგობრულ ნაბიჯად - მიხეილ ყაველაშვილი

სანქციების თემა არის შანტაჟის ენა, რომელიც ახლა არ დაწყებულა, მიუღებელია და ვერ ჩავთვლით მეგობრულ ნაბიჯად - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა“ წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ვაშინგტონის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ეხმაურება.

ყაველაშვილი ამბობს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობები და აქვს იმის ძალა, რომ უფრო ჯანსაღი ურთიერთობები ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

“სანქციების თემა არის შანტაჟის ენა, რომელიც ახლა არ დაწყებულა და მიუღებელია და ვერ ჩავთვლით მეგობრულ ნაბიჯად. ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება არსებულმა წარმომადგენლობამ ეს განიზრახა და ჩვენთვის მიუღებელი პროცესი დააანონსა, მაგრამ იმედს ვიქონიებთ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები და გვაქვს იმის ძალაც, რომ გვქონდეს უფრო ჯანსაღი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გავაგებინოთ ამ ადამიანებს, რომ არ შეიძლება შალვა ნათელაშვილის წერილით იხელმძღვანელო საქართველოსთან მიმართებაში,“ - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

შეზღუდვები “ქართული ოცნების“ წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს ეხებათ, თუმცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელებსა და გვარებს არ ასაჯაროებს.

დღის ამბები