20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
"რუსთავი 2-ის თანამშრომლები მინდა მშვიდად იყოთ, რუსთავი 2-ის დახურვაზე საქმე არ მიდის და არც წავა" - ნუკრი ქანთარია

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-სა და ბოლო პერიოდში მედიაში განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტში მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.

საკომიტეტო მოსმენაზე კი გუშინ  ოპოზიციის მოწოდებას, შეწყდეს ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ დაწყებული ზეწოლა, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. სხდომა დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

მმართველი გუნდი დოკუმენტში მოყვანილ ტელევიზიებზე ზეწოლის ფაქტებს და ამ პროცესებში ხელისუფლების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. უმრავლესობა ასევე არ იზიარებს რუსთავი 2-ის დახურვის საფრთხის გამო საპარლამენტო ოპოზიციის შეშფოთებას.

„ყოფილ და ახლანდელ პატრონებს შორის დავას სასამართლო გადაწყვეტს და არავითარ შემთხვევაში პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება. რუსთავი 2-ის თანამშრომლები, ვინც ხართ აქ, მინდა იყოთ მშვიდად. რუსთავი 2-ის დახურვაზე საქმე არ მიდის და არც წავა,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

განსხვავებული მოსაზრებები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციაში. 

„ფაქტები არის იმისა, რომ სასამართლო არ იქცევა სამართლიანად და ძალიან ჩქარობს, ამის გამო არის საზოგადოებრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება,“-განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები