“ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საფრანგეთის დამოკიდებულება “ქართული გამჭვირვალობის კანონის“ მიმართ არაპარტნიორულია, რადგან საფრანგეთმა ანალოგიური კანონი, უფრო მკაცრი ფორმებით მიიღო.
მაჭარაშვილმა, აშშ-ზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითქმის საუკუნე ხდება, რომ აშშ-ს მსგავსი ტიპის კანონი აქვს მიღებული და ის ბევრად უფრო მკაცრად არის ფორმირებული.
“როდესაც საფრანგეთის სახელმწიფო იღებს ანალოგიურს და უფრო მკაცრი ზომების შემცველ კანონს, როგორიც არის “ქართული გამჭვირვალობის კანონი“ და ჩვენ გვეუბნება, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ, ეს არის არაპარტნიორული დამოკიდებულება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკუთარი საზოგადოებისგან მიიღო ამაზე პასუხი.
რაც შეეხება ამერიკას, თითქმის საუკუნე ხდება უკვე, რომ მსგავსი ტიპის კანონი, ოღონდ უფრო მაღალ ხარისხში მკაცრად ფორმირებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, ბაიდენი მაკრონის შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლის განცხადება გავრცელდა. ტექსტში წერია, რომ ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას“ პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.