12 ოქტომბრიდან ტელე-რადიო ცენტრის გავრცელებული ციფრული სატელევიზიო სიგნალი გაითიშება. ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გაახმაურეს.
სიგნალს ამიერიდან მხოლოდ კომპანია სტერეო პლუსი გაავრცელებს. კომისიაში განმარტავენ, რომ ტელემაყურებელმა, რომელიც ტელე რადიო ცენტრის სიგნალს იღებს და 12 ოქტომბრიდან გამოსახულება გაეთიშება სეტ ტოპ ბოქსი უნდა გადატვირთოს. თუ პრობლემა ამით არ გამოსწორდა, შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე - 205 12 12.