პროექტი "საქართველო მშიერი ბავშვის გარეშე" ჩვილების სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფას გულისხმობს. პირველ ეტაპზე პროექტის პილოტური ვერსია დაიწყება, რომელიც 50-მდე ბავშვს მოიცავს. უპირატესობა ჰემოფილიითა და ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებსა და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მიენიჭება.
მომდევნო ეტაპზე კი პროექტი 300-მდე ბავშვისა და ახალგაზრდა დედების ჩართვას ითვალისწინებს. ინიციატივა პედიატრიის დაცვის ფონდმა წამოაყენა, რომლის საპატიო თავმჯდომარე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქია.