16 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
დადგება პასუხისმგებლობა იმ “ზონდერების“, რომლებმაც მოქალაქეები ფეხქვეშ გაიგდეს - პაატა მანჯგალაძე

გუბაზ სანიკიძის განცხადება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს იმ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც, მათი შეფასებით, ძალას გადაამეტეს.

“მუქარა არ მომისმენია, მაგრამ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ძალას გადაამეტეს, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. კონკრეტული ადამიანების, “ზონდერების“, რომლებმაც მოქალაქეები ფეხქვეშ გაიგდეს, პასუხისმგებლობა დადგება,“ - აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე.

“რეფორმების ჯგუფის“ წევრი თეონა აქუბარდია იზიარებს კოლეგის შეფასებას და აცხადებს, რომ შემდეგი ხელისუფლების პირობებში მხოლოდ იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელთაც ძალა გადაამეტეს.

“იმ პოლიციელების საკითხი, რომლებიც ახორციელებენ ძალის გადამეტებას, რომლებიც დგანან იმ მძიმე ფიზიკურ დაპირისპირებაში და მათ მიმართ არც ერთი საქმე არ არის აღძრული, ბუნებრივია, შემდეგი ხელისუფლების პირობებში იქნება გასარკვევი, კანონის ფარგლებში. ხარებასთან დაკავშირებით არა მგონია, რომ ვინმეს კითხვა ჰქონდეს, მათ შორის, იმ ფონზე, როდესაც ის პირდაპირ შურისძიებას ახორციელებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ ყველაზე ასე ვერ გავავრცელებთ,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.

ამავე თემაზე
დღის ამბები