20 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი მამის მეორე მეუღლეს პროკურატურაში უჩივის

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი მამის მეორე მეუღლეს თაღლითობაში ადანაშაულებს და პროკურატურაში უჩივის. მიხეილ ხარძიანის განცხადებით, ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ ეკა ნონიკაშვილმა მეუღლესთან თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება უკანონოდ გაასხვისა.

მისივე ინფორმაციით, ქონების ღირებულება 3 მილიონია, თუმცა ნონიკაშვილმა ის საკუთარ მეგობრებს გაცილებით ნაკლებ ფასად მიჰყიდა.

საუბარია სახლებზე, საოფისე ფართსა და მიწის ნაკვეთებზე. ეკა ნონიკაშვილმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

დღის ამბები