დღეს ანტონოვსკაიას ქუჩაზე აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა თამარაშვილის ქუჩაზე ახალი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციაზე საკრებულო წევრი, ალეკო ელისაშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით, თამარაშვილის ქუჩაზე ცხრა კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რაც საბურთალოს რაიონისთვის ინფრასტრუქტურული კატასტროფა იქნება. საკრებულოს წევრმა თბილისის მერია ხალხის მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა.
,,დროა, რომ თბილისის მერიამ ქალაქს უყუროს არა ვიღაცა გაშმაგებული დეველოპერების ჯიბიდან და ჯიბის რაკურსიდან, არამედ ადამიანების, მოქალაქეების ღირსებიდან და მათი უფლებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.