20 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
აქცია პროკურატურასთან - არასამთავრობო ორგანიზაციები სიტყვის თავისუფლებას დასაცავად გამოვიდნენ

მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ.

სამი ორგანიზაციის წარმომადგენელმა თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გააპროტესტა.

მათ ასევე მოითხოვეს რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაპატიმრებულების დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

მესამე სექტორმა ხელისუფლებას მოუწოდა, ნუ ახდენს ზეწოლას მედიაზე და კონკრეტულად კი რუსთავი 2-ზე.

„დაუყოვნებლივ მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილებები დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით, რუსთავი 2-თან დაკავშირებით,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია აპრიორის დამფუძნებელმა ბესო შენგელიამ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აქციების გამართვას პერმანენტულად გეგმავენ.

 

 

 

დღის ამბები