20 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
TBC ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაკითხეს

TBC ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაკითხეს.

საგამოძიებო უწყებაში მასთან ერთად ვახტანგ ბუცხრიკიძე და ზაზა კიკვაძეც იყვნენ. ბიზნესმენების დაკითხვა 5 საათი გაგრძელდა.

პროკურატურიდან გამოსული ბიზნესმენები დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობენ, რადგან გაუხმაურებლობის ვალდებულება აქვთ აღებული, თუმცა ჟურნალისტებთან ინტერვიუში მათ განაცხადეს, რომ საქმე, რომლის ფარგლებშიც მოწმის სტატუსით დაიკითხნენ Techno Boom-ის მფლობელების მხრიდან ფულის შესაძლო გათეთრებას ეხება.

 

 

დღის ამბები