გარდაბნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელი გოჩა ომაიძე ყვება, რომ რაიონის გამგებლისგან, მუზეუმის დირექტორმა შენიშვნა მიიღო და ომაიძის გათავისუფლება მოითხოვა. შენიშვნის მიზეზი კი მუზეუმის თანამშრომლის პარტიული შეხედულება და არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის საარჩევნო კოდექსის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება იყო.
ყველა ამ ბრალდებას მუზეუმის დირექტორი უარყოფს და მიღებულ გადაწყვეტილებას შტატების შემცირებას უკავშირებს.
შტატების შემცირების შესახებ გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმება გოჩა ომაიძე.
გარდაბანში მომხდარ ფაქტს დღეს ევროპელი დემოკრატებიც გამოეხმაურნენ.
პაატა დავითაიას მიაჩნია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ზეწოლა და თვალთვალი მიმდინარეობს.
თავად გარდაბნის გამგებელი გელა ნიორაძე გოჩა ომაიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
გოჩა ომაიძე სარჩელის შეტანას სასამართლოშიც გეგმავს.
ავტორები: სალომე ბოკუჩავა, გიორგი ჯანგირაშვილი, ნათია გიორგობიანი.