საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც ღია კონკურსის გარეშე დაინიშნა თანამდებობზე, არხის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
სააგენტო პირველი ნიუსი-საქართველომ გიორგი გვიმრაძის რუსეთთან საქმიან კავშირებზე დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოამბის ახალი ხელმძღვანელი აქტიურად თანამშრომლობს ევრაზიულ კავშირთან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციოს უფროსი, რომ მიუკერძოვებელი უნდა იყოს ამაზე არ დაობენ საკანონმდებლო ორგანოს წევრები. დეპუტატები ვარაუდობენ, რომ გიორგი გვიმრაძე საზოგადოებრივი მაუწყებლობის საინფორმაციო პოლიტიკაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.
მედიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი მსგავსი საქმიანი ბიოგრაფიით ვერ იქნება მიუკერძოებელი, რაც გავლენას იქონიებს არხის სარედაქციო პოლიტიკაზე.
გიორგი გვიმრაძე პირველი არხის საინფორმაციოს უფროსად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, ის ამ თანამდებობაზე ღია კონკურსის გარეშე შეარჩიეს.
ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ვანო გავაშელი.