20 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
"არა ჩადებას" - გრიგოლ ხერხეულიძის ახლობლები სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ

"არა ჩადებას"–ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია დღეს გრიგოლ ხერხეულიძის მხარდასაჭერად მრგვალ ბაღთან გაიმართა.

ხერხეულიძე პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების შენახვა-მოხმარებისთვის დააკავა. თავად ბრალდებული და მისი ახლობლები ბრალდების იმ ნაწილს აპროტესტებენ, სადაც ნარკოტიკების მოხმარებასა და შენახვაზეა საუბარი.

26 წლის გრიგოლ ხერხეულიძეს სადაო არ გაუხდია ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ეპიზოდი.

პროკურატურა მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების გარდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასაც ედავება.

იმაში, რომ გრიგოლ ხერხეულიძეს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს დარწმუნებულია ბრალდებულის ძმა.

ბიძინა ხერხეულიძისთვის უცნობია პოლიციელების მხრიდან უფლებების გადამეტების მიზეზი, რადგან დარწმუნებულია, რომ მის ძმას კანონთან პრობლემები არ აქვს.

პოლიციის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას არ პასუხობენ საგამოძიებო უწყებაში.

ავტორები: დავით ქაშიაშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები