20 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
თანამდებობები შემოწირულობების სანაცვლოდ - სად დანიშნა ქართულმა ოცნებამ შემომწირველები

თანამდებობები შემოწირულობების სანაცვლოდ - როგორც გაირკვა სხვადასხვა გამგეობებში წამყვან პოსტებზე დღეს ის ადამიანები მუშაობენ, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნების წინ ქართულ ოცნებას სოლიდური თანხები გადაურიცხეს.

არჩევნების შემდეგ კი შემოწირულობები დაუფასდათ. მათ შორის ზოგიერთს გამგებლის მოადგილეების სტატუსითაც. ოფიციალური მონაცემებით, თბილისის თვითმმართველობაში სულ 14 პირი მუშაობს, ვინც ერთი წლის წინ განსაკუთრებული გულუხვობით გამოირჩეოდა მმართველი პარტიის მიმართ.

ყველაზე სოლიდური თანხა-30 ათასი ლარი ქართულ ოცნებას ჩუღურეთის გამგეობის კომისარმა ავთანდილ ნარიმანიძემ გადაურიცხა, გამგებლის მოადგილემ ზურაბ ბაქანიძემ კი 15 ათასი.

შესაბამისი დოკუმენტი აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მაღალჩინოსნებმა თანხა მმართველი პარტიის ანგარიშზე თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩარიცხეს, არჩევნების შემდეგ კი ისინი ჩუღურეთის გამგეობაში მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ.

ოცნების შემომწირველების შესახებ კომენტარი დღეს თბილისის მერმა არ გააკეთა.

ავტორები: ეკო მაღრაძე, გიორგი ჩიკვილაძე, ქეთი ჯაფარიძე. 

 

დღის ამბები