სითი პარკის საჩივრის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას პარტია თავისუფალი საქართველო აპროტესტებს.
პარტიის წევრები დღეს კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ.
სითი პარკის წარმომადგენლების განმარტებით, პარტიის წევრებმა მოქალაქეების ხელმოწერები უკანონოდ მოიპოვეს.
კომპანიამ საჩივარი მერიაში შეიტანა. ქალაქის მთავრობამ კი მასალები პროკურატურაში გადააგზავნა.
პროკურატურაში ჩივილს აპირებს ოპოზიციური პარტიაც.