ამაღლების ქუჩა 22-სა და 24-ში მცხოვრები 25-მდე ოჯახი მერიას ავარიული სახლის რეაბილიტაციასა და გამაგრებას სთხოვს.
მოსახლეობის თქმით, მათ ეს პრობლემა უკვე 3 წელია, აწუხებთ და შესაბამის ორგანოებს დახმარებისთვისაც არაერთხელ მიმართეს.
ამაღლების ქუჩის მაცხოვრებლებს დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრები შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
„უკვე რამდენიმე წელია, ეს შენობა მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია, მაგრამ ქალაქის მთავრობა ამ ადამიანების მიმართ არანაირ ინტერესს და ყურადღებას არ იჩენს. ჩვენ მოვიწოდებთ ნარმანიას, დაინტერესდეს ამ კონკრეტული შემთხვევით და ასევე სხვა პრობლემებით, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.