16 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კენჭი თავდაპირველად პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეყარა, რომელიც პარლამენტმა არ გაიზიარა - მის წინააღმდეგ ხმა 63-მა დეპუტატმა მისცა. შემდეგ კი კენჭი უყარეს "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს და ის თავდაპირველი რედაქციით მიიღეს - მის სასარგებლოდ ხმა 78-მა დეპუტატმა მისცა.

პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო იმ არგუმენტით, რომ მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვით ცესკოს გადაწყვეტილების მისაღებად 2/3-იანი კვორუმის, ანუ 12 ხმის ნაცვლად, 9 ხმა დასჭირდება. პრეზიდენტის შენიშვნებს იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები.

 

დღის ამბები