სკვერის ადგილას დაგეგმილი მშენებლობა დღეს თბილისში გააპროტესტეს.
დიღმის მასივის მოსახლეობამ, გარემოს დამცველებთან ერთად, აქცია მერიასთან გამართა. მათ სიმბოლურად ფიჭვის აეროზოლები მიიტანეს.
მათი განმარტებით, სკვერში "მწვანე სკოლის" წინ დაშვებულზე მეტი ხის მოჭრა იგეგმება.
მათივე თქმით, დაგეგმილი მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის მიმდებარე კორპუსებს, რომლებიც ავარიულ მდგომარეობაშია.
აქციის მონაწილეებს თბილისის ვიცე-მერი შეხვდა.
მისი ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა მერიას ჯერ არ გაუცია და წარმოებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა იგეგმება.