წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთი, რომელზეც მთის ნაშალი მასა 13 ივნისს ჩამოწვა, კვლავ მეწყერსაშიშ ზონად რჩება.
სპეციალისტების განცხადებით, მონაკვეთზე რამდენიმე მცირე ზომის მეწყერი ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ჩაოიშალოს.
სპეციალისტების მტკიცებით, მიწა კლიმატის ცვლილებასთან ერთად დაიძვრება. ასეთ შემთხვევაში დასახლებებს საფრთხე არ დაემუქრება, თუმცა ნაშალი მიწა კომუნიკაციების გაანადგურებს.
იმისთვის, რომ საფრთხის პრევენცია მოხდეს, სპეციალისტები თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ინფრასტრუქტურის მინისტრის განცადებით, ამერიკელმა ექსპერტებმა დასკვნა უკვე დადეს, რომელშიც წყნეთი-ბეთანიისა და წყნეთი-ახალდაბის გზის აღდგენის რამდენიმე ვერსიაა განხილული. თუმცა, ქართულმა მხარემ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ნოდარ ჯავახიშვილი საქართველოს მთავრობისგან საბოლოო პასუხს ელოდება.