ამ წუთებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. გამთენიისას კარიერზე მუშაობის პროცესში მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც იქვე არსებული დაცვის ჯიხური მოიყოლა. ჯიხურში 60 წლამდე ადგილობრივი მამაკაცი იმყოფებოდა.
როგორც კურიერის კორესპონდენტი იტყობინება მამაკაცის მობილურზე დაკავშირება ამ დრომდე შესაძლებელია, თუმცა შეტყობინებებს არავინ არ პასუხობს.