20 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
ხმაური ინგოროყვას კლინიკაში-გარდაცვლილის ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

გვიან ღამით ხმაური იყო ინგოროყვას კლინიკაში. 29 წლის ახალგაზრდის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, სწორედ ექიმების უყურადღებობის გამო დაიღუპა პატიენტი.

სოფელ ყარაჯალის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი ორი დღის წინ რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს და მისი მდგოამრეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა ფილტვებიდან წყლის ამოღების შემდეგ ის მოულოდნელად გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

კლინიკის ადმინისტრაცია კი პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში ოჯახს სთავაზობს ექიმთა რეგულირების სააგენტოს მიმართონ.

დღის ამბები