ძლიერი აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქში. ქაბულის ცენტრში ტერორისტი თვითმკვლელი საერთაშორისო კოალიციური ძალების სამხედრო კოლონას დაესხა თავს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია, უსაფრთხოების სამსახურები და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო. ამ დროის მონაცემებით აფეთქებისას 7 ადამიანი დაიჭრა, თუმცა სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.