20 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
საქართველოში პირველი ჰოსპისის მშენებლობა იწყება

საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით
პრეზინდეტმა და პირველმა ლედიმ მიღება გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩვენ გავერთიანდით ძალიან ჰუმანური, ძალიან სათუთი და ამავდროულად, მძიმე თემის ირგვლივ.

გმადლობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ, რათა ვიყოთ უფრო ლმობიერი, მზრუნველი, ერთმანეთისათვის ნუგეშის მიმცემი ადამიანები.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაერთიანება, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნესისა და ხელოვნების წარმომადგენლები, როდესაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ დაგვეწყო კარგი საქმე, რომელიც შვებას მოუტანს ბევრ ადამიანს.

მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს, ბიზნესს, ვინც თავისი წვლილი გაიღო ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, ასევე ხელოვანებს, მხატვრებს; მსურს დავადასტურო ჩვენი მონაწილეობა ამ პროექტში მომავალშიც და იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენ შევძლებთ ასეთი კეთილი საქმეების გაგრძელებას,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

სოციალური პროექტის ინიციატორი ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ასევე სამედიცინო კორპორაცია ევექსი და ინდივიდუალური დონორები აფინანსებენ. 

დღის ამბები