20 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
დაეხმარე 8 თვის გოგონას - წითელ ბაღში საქველმოქმედო ბაზრობა "ვარდისფერი ყულაბა" მიმდინარეობს

"ჯანმრთელი ბავშვობა ყველა პატარას უფლებაა" - ყაზბეგის გამზირზე, წითელ ბაღში საქველმოქმედო ბაზრობა ვარდისფერი ყულაბა მიმდიანრეობს.

ღონისძიების ორგანიზატორები 8 თვის გოგონას დახმარებას ცდილობენ. 

წითელ ბაღში გასაყიდად წარმოდგენილია სამოსი, რუსთავი 2-ის მაისურები, მიკროფონები, სამკაულები, ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, წიგნები. გასაყიდად გამზადებულ ნივთებზე ფასს კი თავად მყიდველი დაადგენს. 

რამდენიმე საათში კი სპორტული აუქციონი დაიწყება. აუქციონს დიმიტრი ობოლაძე გაუძღვება. 

აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ქართველი მორაგბეების ხელმოწერებით ბურთი, ასევე კალათბურთელების ბურთი, ფეხბურთელების მაისური და სხვა სპორტული ფედერაციების მიერ გამოგზავნილი საჩუქრები. 

საქველმოქმედო ბაზრობა 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები